უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

22 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

ჰოლანდიის ვიზა არ მჭირდება -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან აქვს მოქალაქეობის მინიჭების შეთავაზება, თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, მას სურს უკრაინაში დაიცვას საკუთარი უფლებები.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მან ჰოლანდიის ვიზა მიიღო.

სააკაშვილის თქმით,მას ამგვარი ვიზა არ ჭირდება, რადგან ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღების ავტომატური უფლება აქვს.

„მაქვს წინადადება მოქალაქეობის მინიჭებაზე - არა ვიზის გაცემაზე, არამედ მოქალაქეობაზე - რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსებისგან მაქვს მიღებული წინადადება. არ მჭირდება ჰოლანდიის ვიზა, მე მაქვს ავტომატური უფლება ჰოლანდიის მოქალაქობის მინიჭებაზე, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი ჰოლანდიიდან არის. მე უკვე ვიყავი დასავლეთში, და შემიძლია ნებიმისერ ევროპულ ქვეყანაში ნებისმიერ დროს წავიდე. ასევე მაქვს სამსახურებრივი წინადადება ამერიკიდან. ამიტომ, ასეთი პრობლემა მე არ მიდგას - ნებისმიერ დროს შემიძლია დავტოვო ქვეყანა“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას არც უცხოური და არც სხვა პასპორტი არ გააჩნია.

„თუმცა კიდევ გავიმეორებ: ნებისმიერი ევროპული ქვეყანა მიმიღებს, და ეს ყველასთვის ცნობილია. ამიტომ, კითხვა - შემიშვებენ სადმე თუ არა - მოხსნილია. მაგრამ, მე უკრაინაში საკუთარი უფლებებისთვის ვიბრძოლებ. არავითარი პროვოკაციები არ იქნება, მშვიდად ვიმოქმედებეთ“,-განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზეთ Telegraaf-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდების უსაფრთოხებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ განმარტა, რომ ვიზა ოჯახების გაერთიანების საფუძველზე მიიღო.

„ტელეგრაფი“ ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა კიევში მიიღო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი