მსოფლიო
ჰოლანდიაში რუსი ჯაშუშები დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ, შეეღწიათ შვეიცარიულ ქიმიურ ლაბორატორიაში
რუსი ჯაშუშები ცდილობდნენ, შეეღწიათ შვეიცარიაში მდებარე Spiez-ის ქიმიურ ლაბორატორიას. ამის შესახებ Tages Anzeiger-ი წერს.
ჯაშუშები ჰოლანდიაში დააკავეს, ისინი სამშობლოს გადასცეს. ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა შვეიცარიულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა.
შვეიცარიულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს ინფორმაცია ოპერაციის შესახებ, რომლის ფარგლებში თავიდან იყო აცილებული საფრთხე ქვეყნის „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითონ ლაბორატორიაში უარი განაცხადეს კომენტარზე, თუმცა ისაუბრეს კიბერთავდასხმის მცდელობაზე, რომელიც ივნისში მოხდა.
Tages Anzeiger-მა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი შვეიცარიას სტუმრობდნენ.
Spiez-ის ლაბორატორია ფიგურირებს სკრიპალების მოწამვლის საქმეში. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, სკრიპალები მოწამლეს არა რუსული წარმოშობის „ნოვიჩოკით“, არამედ დასავლეთში წარმოებული ნივთიერება BZ-თი. შვეიცარიული ლაბორატორიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


