მსოფლიო
ჰამასი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ „მრისხანების დღის“ მოწყობას გეგმავს
პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საპასუხოდ ე.წ. „ინტიფადის“ , ანუ აჯანყების მოწყობას გეგმავს.
ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიას განცხადებით, ამ ნაბიჯით აშშ-მ „ომი გამოაცხადა პალესტინელების წინაარმდეგ“ და მოკლა ისრაელ-პალესტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი.
ჰანიამ შესთავაზა პარასკევისთვის „მრისხანების დღის“ მოწყობა. მისი ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ჰამასის ყველა წევრი და ქვედანაყოფი ელოდება.
ჰამასის ინიციატივას მხარი დაუჭირა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამაც. მისი ლიდერის, ჰასან ნასრალის განცხადებით, ეს აჯანყება უნდა იყოს „ყველაზე მასშტაბური, მნიშვნელოვანი და მრისხანე პასუხი ამერიკის გადაწყვეტილებაზე“.
გუშინ დაახლოებით 30-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპიროსა და ღაზის სექტორში ებრაელ ჯარისკაცებთან მომხდარი შეტაკების შედეგად. პალესტინელები დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


