კომენტარი
გვჯერა, რომ საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის - დიმიტრი ქუმსიშვილი
„მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს შუალედური დერეფნისთვის, რათა ის იქცეს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ ძირითად მარშრუტად, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ამავდროულად, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შედეგად, გაფართოვდება ქვეყნის შიდა ინდუსტრიული და მომსახურების ბაზა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
„ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის და თანაბრად გადაანაწილებს კეთილდღეობის დივიდენდებს საზოგადოებაში როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


