კომენტარი
გვჭირდება მანდატურის სამსახური, რომელიც გააძლიერებს პრევენციულ ზომებს და არ დანერგავს პოლიციურ რეჟიმს - მარიამ ჯაში
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები ცდილობენ მანდატურის სამსახურის რეფორმა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინონ.
კომიტეტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ საჭიროა დაინერგოს სისტემა, რომელიც პრევენციულ ზომებს გააძლიერებს და არ დანერგავს პოლიციურ რეჟიმს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.
„ოპონენტები ცდილობენ მანდატურის სამსახურის რეფორმა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინონ. მინდა ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ ბოლო ოთხი წელია მსგავსი მასშტაბის ტრაგედია არ მომხდარა, მანდატურის სამსახური საკუთარი უფლებამოვალეობის ფარგლებში ასრულებდა თავის საქმიანობას.
მე ვფიქრობ, რომ დღეს საუბარი იმაზე, რომ 2012 წელს თურმე არაჩვეულებრივად მუშაობდა მანდატურის სამსახური - არასწორია. ჩვენ ყველას გვახსოვს, 2012 წელი როდესაც სამწუხაროდ, გვქონდა ძალოვანი სტრუქტურების გადაჭარბებული უფლებამოსილება ამ ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურები და ადამიანის უფლებათა დამცველი დაწესებულებები თავად გამოდიოდნენ მოძალადის როლში და ეს იყო სისტემური პრობლემა.
დღეს, ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც გააძლიერებს პრევენციულ ზომებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანერგავს პოლიციურ რეჟიმს, ან დისციპლინაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
ეს იქნება სისტემა, რომელიც საინფორმაციო კამპანიებით, საკონსულტაციო სერვისებით, ფსიქოლოგიური სერვისების ამოქმედებით, მშობლებთან და საზოგადოებასთან თანმშრომლობით შექმნის იმ დაცულობის სივრცეს ჩვენი შვილებისთვის, რომელიც სწავლის პროცესს არ შეუშლის ხელს და პირიქით, დაეხმარება ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას და ჩამოყალიბებას როგორც წარმატებული პიროვნებებისა და პროფესიონალების“,-აღნიშნა ჯაშმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


