კომენტარი
გვაქvს ინფორმაცია, რომ აჰმედ იმამკულიევის წინააღმდეგ იყოს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება- სერგო რატიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტიის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატზე აჰმედ იმამკულიევზე ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება იგეგმება.
როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, იმამკულიევის წინააღმდეგ არჩევნების დასრულების შემდეგაც მიმდინარეობს კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ეწევა.
მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება იმამკულიევს საფრთხედ აღიქვამს, რადგან ის ახალი თაობის ლიდერია და თვითმმართველობის არჩევნებზე მასში კონკურენტს ხედავს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ იმამკულიევის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში ნაციონლაური მოძრაობის ის წევრები ჩაერთნენ, რომლებიც მარნეულის საკრებულოში პარტიის სახელით გავიდნენ.
„უნდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება. პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ ადექვატურ გადაწყვეტილებებს, ისინი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვერ ილაპარაკებენ და მათი ადგილი ნაციონლაურ მოძრაობაში არ არის. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ ვიცით და გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლებელია აჰმედ იმამკულიევის წინააღმდეგ იყოს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება. ამიტომ, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება“,-აღნიშნა რატიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


