კომენტარი
გვაინტერესებს ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ურთიერთობას - ირაკლი ლექვინაძე
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მისთვის ცნობილია იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების მხრიდან მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია, რამდენად შეიძლება, დააზარალოს ამ პრობლემებმა ტელეკომპანია "იბერია".
„მე ვიცნობ "ომეგა ჯგუფის" საქმეს კონკრეტულ ბიზნესკომპანიებთან მიმართებაში, თუმცა, სხვა საკითხები, რაც შეიძლება, უკავშირდებოდეს, თუნდაც, ტელეკომპანია "იბერიაზე" ან "ომეგა ჯგუფზე" ზეწოლას, ასეთი ტიპის საკითხებზე ჩვენ კონსულტაცია არ გვქონია. მათი მხრიდან ამ მიმართულებით საკითხი არ დამდგარა, ამიტომ ასეთი მოქმედებების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ გვაინტერესებს ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო ბიზნესის ურთიერთობას. თუ არსებობს არგუმენტები და ფაქტები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გარკვეული მოქმედებები გვექნება,“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისათვის, "ომეგა ჯგუფ თამბაქოს" გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, საუბარია ბოლო პერიოდში "ომეგა ჯგუფისთვის" მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, პრობლემა ტელეკომპანია "იბერიასაც" შეუქმნას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


