მსოფლიო
გუშინდელი აფეთქების გამო დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე კრიტიკულად მაღალ ნიშნულამდე ავიდა
ლონდონის მეტროსადგურ „პერსონს გრინში“ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე ავიდა. Sky News-ის ცნობით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ეჭვმიტანილებს, რომელთა თვითნაკეთი ბომბის ამოქმედების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ტერორიზმის კრიტიკულად მაღალი საფრთხიდან გამომდინარე ქუჩებსა და სატრანსპორტო ქსელებში სამართალდამცავთა რაოდენობა გაიზრდება.
„მოსახლეობა ნახავს მეტ შეიარაღებულ პოლიციელს სატრანსპორტო ქსელებსა და ჩვენს ქუჩებში, რომლებიც უზრუნველყოფენ გაძლიერებულ დაცვას“, -თქვა მეიმ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს შესაბამისი და რაციონალური ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს მეტ დაცვას გამოძიების მიმდინარეობისას.
თვითნაკეთი ბომბი, რომელიც პოლიეთილენის პარკში გახვეულ თეთრ სათლში იყო დამონტაჟებული, გუშინ აფეთქდა. გამომძიებლების თქმით, მოწყობილობას ტაიმერი ჰქონდა.
მომხდარმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიიღო, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
წელს ბრიტანეთში ეს უკვე მეხუთე ტერორისტული აქტია. წინა თავდასხმების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა. 2005 წელს 52 ადამიანი დაიღუპა ლონდონის მეტროს სამ მატარებელსა და ავტობუსში თვითმკვლელთა ბომბების ამოქმედების გამო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


