კომენტარი
გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად - დავით ჭიჭინაძე
ვფიქრობ, გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, სამინისტროების საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა და პორტირებულებს და ჩანერგილებს მინისტრები ინახავენ.
„მე ჩემი დაპირებები და შეხედულებები გამაჩნია; თუ არ ჩამაყენებენ საქმის კურსში, თუ არ იქნება ის პროგრამა, რომელსაც ამომრჩეველს დავპირდით, ჩემი მხარდაჭერაც არ იქნება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გუნდში ჩანერგილების და პორტირებულებისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ მაქსიმალურად; ვინც ამას შესთავაზებს მოიგებს. თუ იქნება ჩანერგილი ადამიანები და მათი შეუცვლელობის პრინციპი, რომელიც ძალიან აღიზიანებს ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენი პარტიის წევრებს, მე ვიქნები წინააღმდეგი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, მინისტრები ინახავენ პორტირებულებს და საკუთარი პარტიის წევრებს არ ასაქმებდნენ.
„ვალდებულებები, რომლებიც გვქონდა, ამის სულ ძველ კადრებზე ხდებოდა დაყრდნობები. ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს რეჟიმის გასაშვებად, უნდა დაუბრუნდეთ სამართლიანობის გრძნობა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


