კომენტარი
გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით უნდა შეირჩეს - ირაკლი კობახიძე
თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუბერნატორების შეცვლაზე კრიტიკის კომენტირებისას.
„განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი კანონმდებლობის თანახმად არის პოლიტიკური თანამდებობის პირი.
ბუნებრივია, აქედან გამომდინარე გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც. თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს, ნიშნავს იმას, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც ამას ნიშნავს, რომ ლოიალური უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის მიმართ. პოლიტიკური ლოიალობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლითაც გუბერნატორი ინიშნება",- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


