კომენტარი
გუბაზ სანიკიძემ გადაწყვეტილება ჩვენი შეთავაზებისა და კურსის გასაგრძელებლად მიიღო- კახა შარტავა
პარტია „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, პარტიიდან გუბაზ სანიკიძის წასვლა უკავშირდება იმ კურსის გაგრძელებას, რომელზეც თავად შარტავა ოქტომბერში საუბრობდა.
ამის შესახებ შარტავამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა.
„ასეთი გადაწყვეტილბა მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა მდივანმა სწორედ იმ ჩევნი შეთავაზების და კურსის და ჩვენი განწყობის გასაგრძელებლად, რომლზეც ჩვენ ადრე მოგახსენეთ და ახლაც შეგახსენებთ.
ბუნებრივია, სხვა ფიგურებიც გამოჩნდებიან ალბათ, რომლებიც ამ საყოველთაო საკითხზე ერთმანეთთან საუბარს მოისურვებენ და ეს საუბარი უკეთესი გამოვა პარტიული ანგაჟირებულობის გარეშე“,-განაცხადა შარტავამ.
მისი თქმით, პარტიაში დარჩენილი სხვა ლიდერები მისი გაკეთილშობილებას შეეცდებიან, რათა მომავალში „ეროვნული ფორუმი“ პარტიების დიდი გაერთიანების ერთ-ერთი საბაზისო ელემენტი გახდეს.
„ჩვენ, დანარჩენები, ვინც „ფორუმში“ ვართ,“ ფორუმის“ შიდა ოპტიმიზაციას და მის ორგანიზაციულად გაკეთილშობილებას შევუწყობთ ხელს იმისათვის, რომ ეს პარტიაც, ისევე როგორც სხვა პარტიული წარმონაქმნები, სამომავლოდ იმ პოლიტიკური სუბიექტის საბაზისო ელემენტის სტრუქტურად ჩამოყალიბდეს“,-აღნიშნა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, პირიქით, ხელსშეუწყობს დიდი ოპოზიციური გაერთიანების და დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


