კომენტარი
გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ?
„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
,,ქალბატონო სალომე, როგორ იქცევით? რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ? მე მრცხვენია და თქვენ არა?! იძახით, სტალინს ქართული ფესვები არ აქვსო. ქიზიყს ყიზირს ეძახით, მართლმადიდებლობას - მართლმადიანობას.
ქალბატონო სალომე, არსებობს კრიტერიუმები, რაც აუცილებელია, დაიცვათ.
სტალინის არც მეხოტბე ვყოფილვარ და არც აპოლოგეტი, მაგრამ მის ეთნიკურობაზე საუბარი, მინიმუმ, უხერხულია. არ იცით, ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი, არც მისი ქართველობა იცით, არც მისი ბავშვობა, არც - ქართული ხასიათი. გრიგოლ რობაქიძე მაინც წაიკითხეთ, რას წერდა სტალინის შესახებ, ან ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწერილი სტალინის წარმომავლობაზე. ჯუღა ძველ ქართულად ნიშნავს ფოლადს, გვარი მან ,,ხოშზე" კი არ დაირქვა, არამედ გადათარგმნა. მარტო საკუთარ თავზე ნუ ზრუნავთ, რამე მაინც წაიკითხეთ ამ ქვეყნის შესახებ," - მიმართავს გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


