კომენტარი
გროზნოს მერის გვარი სპეციალურ სიაში არ იყო შეტანილი, რომ მესაზღვრეებს ტერიტორიაზე არ შემოეშვათ - თეა წულუკიანი
გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა სპეცსამსახურებისთვის გადაცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუსლიმ ხუჩიევი აგვისტომის ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, არის დამნაშავე.
როგორც თეა წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას განმარტა, გროზნოს მერის გვარი სპეციალურ სიაში არ იყო შეტანილი, რომ მესაზღვრეებს ტერიტორიაზე არ შემოეშვათ.
იუსტიციის მინისტრს გროზნოს მერის სიაში არყოფნის გამო შეკითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან აქვს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი დღეისთვის არ იმყოფებოდა იმ სიაში, რომელიც აქვთ ხოლმე მესაზღვრეებს და ხელს უშლის ამა თუ იმ პირს, შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ რატომ არ იმყოფებოდა, ამაზე ალბათ, მე მექნებოდა პირადად კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ 2008 წელს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და სია მათ უნდა შეედგინათ. ხოლო ახლა უნდა იქნეს თუ არა ეს პირი ამგვარ სიაში შეტანილი, ამის შესახებ შსს შეისწავლის და რეაგირება მოხდება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


