მსოფლიო
გრიგორი კარასინის მტკიცებით, უკრაინამ პროვოკაცია მოაწყო ანტირუსული სანქციების გასამკაცრებლად
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მტკიცებით, ქერჩის სრუტეში უკრაინამ პროვოკაცია მოაწყო, რომლის მიზანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა. ამის შესახებ კარასინმა РИА Новости-ის უთხრა.
„გასაგებია მიზნები [პროვოკაციის] - უკრაინის „შეფხიზლება“ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით, დასავლეთის ანტირუსული განწყობის მობილიზება, ანტირუსული სანქციების გამკაცრება“, - განაცხადა კარასინმა.
კარასინის თქმით, უკრაინამ და დასავლეთმა აზოვის ზღვა პროვოკაციის მოსაწყობად აირჩიეს.
„სამწუხაროდ, გამართლდა ყველაზე ცუდი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევმა და დასავლეთმა აზოვის ზღვა აირჩიეს, როგორც რეგიონი, რომელშიც უკრაინის პროვოკაციული აქტივობა საერთაშორისო სკანდალისთვის სწრაფ, საჭირო შედეგის დადებას შეძლებს“, -თქვა კარასინმა.
მისივე შეფასებით, „ამ ფონზე პოროშენკოსთვის, ალბათ, უფრო ადვილია თავისი წინააღმჩევნო კამპანიის განხორციელება“.
გუშინ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა.
მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა. უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღეს უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


