კომენტარი
გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - თამარ ჩერგოლეიშვილი
სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის დაკავებას ეხმაურება.
„გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - ივანიშვილის მიერ შექმნილ ქაოსში კოლატერალური ზიანი გახდებით. მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს ამ ქაოსს და 13- წლიან ნადირობას კრიტიკოსებზე. გივიმ აფეთქების სტრესი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს - მხნეობას ვუსურვებ. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება. ძირს რეჟიმი და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


