კომენტარი
„გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო, იგეგმება „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრა - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, გარკვეული ტიპის შეხვედრა პარტია „გირჩთან“ უკვე შედგა და ასევე, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაც.
ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს.
„უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე ან რა უფლება აქვს, მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს? როცა საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის თუ არა.
„გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც საუბარი არ მაქვს. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს - არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


