კომენტარი
„გირჩი“ ე.წ. ბიოს შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „გირჩი“ ე.წ. ბიოს შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის.
როგორც ვოლსკიმ საკითხის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ძალიან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს.
„არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. სტატისტიკა არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და რას ემსახურება „გირჩის“ აქტიურობები ძნელი გამოსაცნობი არ არის. ისინი ამით გარკვეული მხარდამჭერების მოპოვებას ცდილობენ მომავალი არჩევნებისთვის. მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობისა და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის: გუშინ „გირჩმა“ ე.წ. ბიო შეიძინა და სამართალდამცველებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში აღნიშნული ნარკოტიკის შეძენა არც ისე რთულია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


