კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე: ამ ეტაპზე ამ აკრძალვაში შინაარსს ვერ ვხედავ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე მიწის უცხოელზე მიყიდვის აკრძალვაში შინაარსს ვერ ხედავს.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის’’ გადაცემაში ,,რეაქცია’’ განაცხადა, სოფლად არ არის შექმნილი არანაირი პირობა იმისთვის, რომ ბიზნესი წარმოიქმნას.
,,მე მაინტერესებს ჯერ ხედვა, რანაირად გახდეს ეს მიწა ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და მერე უკვე, ეს განცხადებები, რომ ,,მიწა არ გაიყიდება. ’’
,,მიწა არ გაიყიდება’’ დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ,,იყიდება საქართველო’’. რა თქმა უნდა, თუ ,,იყიდება საქართველო,’’ ბუნებრივია, მეც არ მოვაწერ ხელს საქართველოს გაყიდვაზე, მაგრამ მიწის არგაყიდვა კი არ არის მნიშავნელოვანი, არამედ ის, რა შესაძლებლობას მომცემ, რომ მიწა ავითვისო. ჯერ მაჩვენე სქემა, რომლითაც უცხოელსაც დააინტერესებ, ქართველსაც დააინტერესებ, ბანკსაც დააინტერესებ, რომ რეგიონში ფული წაიღოს და მიწის ნაგლეჯებისგან რაღაც გააკეთოს.
ამ ეტაპზე ამ აკრძალვაში შინაარსს ვერ ვხედავ. ჩამოდი და ნახე, როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე, როგორ ვცხოვრობ, როგორი რთულია. მე კიტრი და პომიდორი მომყავს. მე და ლუკაშენკომ ერთად დავრგეთ, გაჭირვების გამო არა, მაგრამ ხალხს უჭირს. მაჩვენე, ხალხს რანაირად შველი და მერე დალიე საქართველოს სადღეგრძელო’’, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისათვის, მმართველი გუნდი კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვის აკრძალვას აპირებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


