კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი იმ ინსტიტუტების შეურაცხმყოფელად იქცა, რომლის გარანტიც თვითონ უნდა იყოს - გოგა ხაინდრავა
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და მას „კომედიანტი“ უწოდა.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზის კიევში, ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს დანაშაულებრივი პოლიტიკა. სწორედ ეს არის „რუსთავი 2“-ის მიზანიც, ის არის პარტიული რუპორი და არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა იან კელიმ. ეს ასევე, იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კომედიანტად გადაიქცა, იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა უნიჭო კომედიანტობას.
გიორგი მარგველაშვილი იმ ინსტიტუტების შეურაცხმყოფელად იქცა, რომლის გარანტიც თვითონ უნდა იყოს. უზენაესი სასამართლოს იმ 9 მოსამართლიდან, რომელმაც ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე, 4 გიორგი მარგველაშვილის წარდგენიალია, 5 კი – „ნაციონალური მოძრაობის“.
მათი დამანგრეველი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა. მისმა სპიკერმა კი მადლობა გადაუხადა იმ ევროპას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველში თავისუფალი და დამოუკიდელები სასამართლო სისტემის არსებობა. ეს მარაზმიც აღარ არის, ეს არის პოლიტიკური სიბეცე.
იმ ჯგუფმა, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაგებაში არ არის სად ცხოვრებს, რას წარმოადგენს, რა დაავალა ქართველმა ხალხმა. ეს გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონსტიტუცია ერთ კაცს არ უნდა ერგებოდეს, ხომ ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პიროვნულად არავის არ აურჩევია. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი იყო გიორგი მარგველაშვილი.
არათუ პრეზიდენტად არ აირჩევენ მომავალში გიორგი მარგველაშვილს, არამედ იმ სასახლის სახლმართველადაც არ აირჩევენ, სადაც ის ცხოვრობს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


