მსოფლიო
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს გამარჯვებას ულოცავს
საქრთველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს, ბატონ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ ბატონ პრეზიდენტს წარმატებას მის სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ამომრჩეველთა 86,09 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით დაიკავებს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


