უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 მარტი, 2017 17:15
font-size

გიორგი მამალაძეს გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ გააჩნდა, გეგმა „ა“-ს მიხედვით მას პატრიარქი უნდა მოეწამლა - გიორგი თიგინაშვილი

ე.წ „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებულ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს გეგმა „ა“ და გეგმაბ „ბ“ გააჩნდა. - ამის შესახებ „ ტვ პირველის“ ეთერში თეოლოგმა გიორგი თიგინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას ეს კონფიდენციალური ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, რომლის დასახელების უფლებაც არ აქვს, რადგან პირობა აქვს მიცემული.

თიგინაშვილის თქმით, ეს ადამიანები არიან საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები, იერარქიას, სასულიერო სამღვდელო დასს და აგრეთვე თეოლოგთა ვიწრო წრეს განეკუთვნებიან და ამ საკითხთან პირდაპირი წვდომა აქვთ.

თიგინაშვილის თქმით, „საქმე გვაქვს გამოკვეთილად დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც მიზანმიმართულად იბრძოდა საპატრიარქოში გავლენის სფეროების გაფართოებისთვის“.

„მამა გიორგის ჰქონდა გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“, შესაბამისად ის მოცემულობიდან გამომდინარე, სპონტანურად იმოქმედებდა, თუმცა ეს გეგმები აუცილებლად დასახული და წინასწარ განზრახული, მოტივირებული ექნებოდა. გეგმა „ა“-ს მიხედვით, მას უნდა მოეწამლა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი. საუბარია კვების რაციონსა და მენიუზე. გეგმა „ბ“-ს მიხედვით კი, მას შორენა თეთრუაშვილი უნდა მოეწამლა“,-განაცხადა თეოლოგმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, გიორგი თიგინაშვილი ამბობს,რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბევრად უფრო დამამძიმებელი გარემოებებია ასახული.

„სადაც კონკრეტული გეგმის მთელი ნარატივია წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მოხდეს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ლიკვიდაცია, მათი უფლებების შეზღუდვა, როგორ უნდა დაიკრძალოს კათოლიკოს პატრიარქი, კომისიაც კი, შეადგინა გიორგი მალაძემ და ეს არის ასახული მასალებში“,-აღნიშნავს წყაროზე დაყრდნობით თეოლოგი.

მისი თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ეკლესიის წიაღში ერთგვარი „რევოლუცია მოხდებოდა“.

მისი თქმით, ყოველივე ეს იმ ძალების სასარგებლოდ მოხდებოდა, ვინც დეკანოზი გიორგი მამალაძე შექმნა.

„ტრენდი იცვლებოდა თავიდან ბოლომდე და კურსიც და ორბიტაც. ეს იმ ძალების სასარგებლოდ მოხდებოდა, ვინც დეკანოზი გიორგი მამალძე შექმნა, ვინც მისი პიროვნების აღზევებით იყო დაკავებული, ვინც რეკორდული სისწრაფით განავლებინა მას თანამდებობრივი საფეხურები, ასეთ ადრეულ ასაკში. იგი სულ რაღაც 30 წლის არის და ორჯვრიანი მიტროსანი დეკანოზია, ამავე დროს საფინანსო განყოფილების თანათავმჯდომარე. მანამდე კი, ამბობენ რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ეკავა მაღალი თანამდებობები“,-განაცხადა თეოლოგმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი