კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში მივა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომდევნო საპარლამენტო სესიაში, თავის გუნდთან ერთად, მიიღებს მონაწილოებას.
ამის შესახებ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარლამენტში დღეს, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.
თალაკვაძემ ოპოზიციის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ ცხადდება პრემიერი პარლამენტში?!
„უნდა ვილაპაკოთ რეალობა, სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში მერე არ უნდა გეწყინოთ, როდესაც არჩევნებზე ხალხს თქვენი არ სჯერა ხოლმე.
ბატონო გიგა, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი შემდეგ საპარლამენტო სესიას პირადად, თავის გუნდთან ერთად დაესწრება, მიიღებს მონაწილეობას. შეკითხვები, პასუხები, დებატი - ეს ყველაფერი იქნება და აგერ ვნახოთ რა შეკითხვები გექნებათ და რა პასუხსაც მიიღებთ, მაგას შემდეგ სესიაზე დაინახავთ.
რაც შეეხება თქვსნ შეკითხვას: სად არის პრემიერ-მინისტრიო?! პრემიერ მინისტრი არის იქ, სადაც მას აქვს კონკრეტული ამოცანები და საქმე. თქვენც კარგად იცით პრემიერ-მინისტრის საქმე რა არის.
პრემიერ-მინისტრი არის იქ სადაც საქართველოს აქვს 5%-ანი ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით წარმატებები, ბიუჯეტის თანმიმდევრული ხარჯვა; არის იქ სადაც საქართველოს აქვს მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციები, სადაც საქართველოს აქვს, რაოდენ საწყენი არ უნდა იყოს ზოგ-ზოგიერთებისთვის, სტაბილურობა და მშვიდობა“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


