მსოფლიო
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს ტეხასის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში საკვირაო წირვის დროს ატეხილი სროლის გამო, რომელსაც სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-მდე დაშავდა.
„ჩვენი ფიქრებით ვართ ამერიკელ ხალხთან და საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან“, - დაწერა კვირიკაშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
მსხვერპლებს შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს.
სავარაუდო თავდასხმელი შემდგომ მკვდარი იპოვეს მის მანქანაში ეკლესიისგან რამდენიმე მილის მოშორებით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 26 წლის დევინ პატრიკ კელი აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, 2014 წელს კელი გაათავისუფლეს აშშ-ის საჰაერო ძალებიდან, რასაც წინ უძღოდა სასამართლო პროცესი ცოლსა და ბავშვზე ძალადობის გამო.
თვითონ ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მოტივი უცნობია.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


