კომენტარი
გიორგი გახარიას დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში, იგი ასევე აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს და ქონებას რუსეთში - ხატია დეკანოიძე
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარიას დანიშვნა შს სამინისტროში ერთადერთ მიზანს ემსახურება, ის ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ის აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში და თავადაც აქვს ბიზნესი ოკუპანტ სახელმწიფოში.
,,დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბატონი მღებრიშვილი, რომელსაც უკავშირდება გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმეები შს მინისტრობის პერიოდში უნდა გადადმგარიყო, რადგან არ გამოძიებულა მუხთარლის საქმე, იყო რეპერების საქმე, არავინ დასჯილა ელისო კილაძის შვილის საქმეზე, იმიტომ რომ იყო ჩადებები, უკანონო თვალთვალი, არაობიექტური მართლმასაჯულება ხორცილდება ქვეყანაში, ის გადააყენეს თუმცა შეუქმნეს საგანგებო სიტუაციების სამსახური და გაზარდეს ბიუროკრატია, რომ კარგი ხელფასი ჰქონდეს და კარგი მანქანა ემსახურებოდეს. არ დაისჯება არცერთ გამოუძიებელ საქმეზე, მაგრამ ბატონი გახარია, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში, იგი ასევე აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს და ქონებას რუსეთში, ხელდასმულია რუსეთის მთავრობისგან, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ რუსეთში ვინმეს ჰქონდეს ბიზნესი და არ ჰქონდეს ძალიან კარგი ანტისახელმწიფოებრივი კონტაქტები რუსეთში. ეს ადამიანი მხოლოდ ამიტომ გახდა შს მინისტრი, მას არ გააჩნია არც კომპეტენცია, არც სამართალმცოდნეა. დარწმუნებული ვარ წარმოდგენაც არ აქვს, როგორ მუშაობს პოლიციის სისტემა. მინისტრი გახდა იმიტომ, რომ არის ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრი. ივანიშვილმა გადაწყვიტა სრული კონტროლი მოიპოვოს ყველა ძალოვან სისტემაზე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ,,იბერიას“ გადაცემაში ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ ჩართვისას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


