კომენტარი
გიორგი გახარია `მუქარის წერილზე`: ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ
"ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
ჟურნალისტების კითხვას, შეცვლის თუ არა რამეს წერილის დედანის პროკურატურაში წარდგენა, გახარია პასუხობს:
„არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან გიორგი გახარიასგან მიიღო, ექსპერტიზა ლონდონში ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც წერილზე 17 ანაბეჭდი აღმოჩნდა.
დღეს მამუკა ხაზარაძემ ადვოკატ ზვიად კორძაძესთან ერთად ე.წ. მუქარის წერილის დედანი პროკურატურას გადასცა.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


