მსოფლიო
გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩიუსთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს.
ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას, რაც თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც.
აღსანიშნავია, რომ ლიტვა საქართველოს პარტნიორია და ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა საჭირო მიმართულებით. შესაბამისად, მზად ვართ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.
გიორგი გახარიამ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


