კომენტარი
გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და საქართველოს მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს - ნინო წილოსანი
გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ეს გახარიას და მის პოლიტიკურ ჯგუფს კარგად აღწერს.
„მათი მხრიდან სიების არჩახსნა და ფარული სურვილი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, შესაძლოა, ლოგიკურიც ყოფილიყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს. იმ ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობდა და ერთმანეთის წამხედურობით პარლამენტში შემოსვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება“, – განაცხადა წილოსანმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ტვ პირველთნ“ საუბარში დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას. ამასთან, გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


