კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზებას არასერიოზულს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი არასერიოზულს და უღირსს უწოდებს.
მისი თქმით, მსგავსი შეთავაზების განხილვა შეუძლებელია.
„როგორც ჩანს, გუშინ ძალიან მძიმე დღე ჰქონდათ უმრავლესობის წევრებს, დღეს რომ სრულიად არასერიოზული შემოთავაზება წარმოადგინეს. რეალურად, საკონსტიტუციო პროცესი იცნობს ისეთ სიტუაციას, როდესაც ხდება პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენება და დებატები, რაც გუშინ უნდა შემდგარიყო. ამ საკონსტიტუციო პროცესის ნაცვლად, წარმოადგინეს სრულიად არასერიოზული შემოთავაზება და ბუნებრივია, შეუძლებელია ასეთი ტიპის შემოთავაზების აბსოლუტურად ღირებულებითი განხილვა, ვინაიდან ჩემი აზრით, არის უღირსი შემოთავაზება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის თქმით, რეგლამენტი დებატების საშუალებას იძლეოდა და რეგლამენტისა და დებატების ფორმატის შეცვლის მიზნით ჩატარებული კენჭისყრა ფასადური იყო.
„ჩვენი თანხმობა იყო დებატებზე. ამის საშუალებას რეგლამენტი იძლეოდა, რეგლამენტის დარღვევაა ის, რაც გუშინ გააკეთეს, ვითომ კენჭისყრა ჩაატარეს, მორიგი ფასადური, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები გააკეთეს ფასადურად. როგორც ფასადურად გვეუბნებიან, რომ დემოკრატიაა. ეს გააკეთეს გუშინ, როდესაც ისინი გაექცნენ დებატებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა „მოამბის“ ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატები დღეს შესთავაზა. შეთავაზებაზე მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ , პარლამანტში პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარსდგა. მან დეპუტატებთან უშუალოდ მათი გამოსვლის დროს დიალოგში შესვლისა და პასუხების გაცემის საშუალება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა და მას პასუხის გაცემის საშუალება დასკვნითი სიტყვის დროს მიეცემოდა.პრეზიდენტმა პროსტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლმენტში თავის მეხუთე და პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარსდგა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


