უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 იანვარი, 2017 12:40
font-size

გიგი უგულავას წინააღმდეგ ციხიდან გამოსვლის დღიდან ბინძური კამპანია დაიწყო - სერგო რატიანი

პარტია ნაციონალური მოძრაობის, ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარტია უნდა დაიშალოს.

ამის შესახებ რატიანმა მედიას, ფრაქციის ოთახში, ნიკა მელიასა და სხვა წევრებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავას წინააღმდეგ ციხიდან გამოსვლის დღიდანვე ბინძური კამპანია დაიწყო.

„ჩვენ ვხედავთ ბინძურ კამპანიას, რომელიც მიმართული არის ერთი ჯგუფის მიმართ, ჩვენი ჯგუფის მიმართ. ეს ბინძური კამპანია გრძელდება თვეების განმავლობაში. ესენი არ მოერიდნენ იმას, რომ ადამიანი, როდესაც ციხიდან გამოვიდა და მოითხოვა რამდენიმე დღე, მიუხედავად ამისა, იმ დღიდანვე დაიწყო მის მიმართ ბინძური კამპანია. ისინი არ მოერიდნენ იმას, რომ გადადგმულიყო ნაბიჯი. გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა იყო და იყო შეთანხმება. მიუხედავად ამისა, ჩვენ სრულიად ბინძურ სცენებს ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია“,-აღნიშნა რატიანმა.

დღეს, პარლამენტში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ოთახში ნიკა მელიას, სერგო რატიანის, აკაკი ბობოხიძისა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ნიკა მელიამ თანაგუნდელების მისამართით განაცხადა, რომ „გიგა ბოკერიას ბავშვი არ უსმენს ისე, როგორც თქვენ“.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი