კომენტარი
გია ვოლსკი პრეზიდენტის შესაძლო გადადგომაზე - ქვეყნისათვის ნამდვილად დამაზიანებელი იქნება, თუკი ეს მოვლენები ასე განვითარდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მოწოდებად აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პროგნოზს პრეზიდენტის შესაძლო ვადამდელ გადადგომასთან დაკავშირებით.
,,მოწოდებასავით გაჟღერდა. დანარჩენი დათოს ჰკითხეთ, მაგრამ მე ასე გავიგე. მე ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა, არადროულია არაკონსტრუქციულია და ქვეყნისათვის ნამდვილად დამაზიანებელი იქნება, თუკი ეს მოვლენები ასე განვითარდა.
ეს არის რაღაც ახალი დაძაბულობის, ახალი დაპირისპირებების სცენარისკენ მოწოდება და არა საექსპერტო ანალიზი’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვის უნდა აწყობდეს მსგავსი სცენარი, ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, არარეიტინგულ პოლიტიკური ძალების ინტერესის საგანი იყოს.
,,იმ პარტიებს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც პერსპექტივა არჩევნებში გამარჯვების არ გააჩნიათ, იმათთვის შეიძლება ასეთი სცენარი იყოს მისაღები’’, - აცხადებს გია ვოლსკი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


