კომენტარი
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე ჩვენ ლეგალიზებისთვის მზად არ ვართ - ანა ნაცვლიშვილი
მეჩვენება, რომ მიზანმიმართულად ხდება მარიხუანას ლეგალიზაციის თემის მიბმა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას.
მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ლეგალიზებისთვის მზად არ არის.
„ჯერჯერობით კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ და აქედან გამომდინარე, უშუალოდ კანონპროექტზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, მკაფიო ხაზია გასავლები ორ საკითხს შორის: სულ სხვა რამეა დეკრიმინალიზაცია და დეპენალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები მოხმარებისთვის ციხეში არ მიდიოდნენ და არ ისჯებოდნენ და სულ სხვა რამეა მარიხუანასა თუ სხვა ნარკოტიკის ლეგალიზაცია. მიზანმიმართულად ხდება ამ ორი ცნების ერთმანეთში აღრევა და ასევე მეჩვენება, რომ მიზანმიმართულად ხდება ლეგალიზაციის თემის მიბმა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის ბოლო გადაწყვეტილებაში არაფერი მსგავსი არ უთქვამს. მას არ უთქვამს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკის ლეგალიზება. ლეგალიზება არის ძალიან განსხვავებული თემა ვიდრე სასჯელის მოხსნა მარიხუანას მოხმარებისთვის. ცალკე გასააზრებელია ის თემები, რომელიც ლეგალიზაციას უკავშირდება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მინიმუმ ამ ეტაპზე ჩვენ ლეგალიზებისთვის მზად არ ვართ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება მარიხუანას წარმოებას, ნაცვლიშვილის თქმით, მტკიცების და საკითხის დასაბუთების ტვირთი, თუ რატომ იქნება ის საქართველოსთვის ხელსაყრელი, თავად იდეის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


