უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 სექტემბერი, 2018 10:45
font-size

ღიმილის მომგვრელია, როდესაც ოპოზიცია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ გვინდა რომელიმე მედიის მითვისება - არჩილ თალაკვაძე

ჩვენ ერთგული ვრჩებით პრინციპების და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის პირობებში გავაგრძელებთ საქმიანობას,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი ღირებულებაა მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი.

"ღიმილის მომგვრელია, როდესაც ოპოზიცია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ გვინდა რომელიმე მედიის მითვისება. ეს არის სასაცილო ბრალდება, რადგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ახალი მედიასაშუალების შექმნის შესაძლებლობა და რესურსი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, არაეთიკურია, მმართველ პარტიას ჰქონდეს თავისი ტელევიზია, რასაც ვერ ვიტყოდი ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე, რომელსაც ნამდვილად აქვს თავისი მედიასაშუალებები საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პრინციპების და მომავალშიც, ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი და კრიტიკული მედიის პირობებში გავაგრძელებთ საქმიანობას",-განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება "იბერიასთან" დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, თალაკვაძე პასუხობს, რომ "ეს საგამოძიებო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს".

"ფიქრის საგანი ეს არ არის, ეს არის კანონმდებლობის საგანი და უნდა გადაწყვიტოს საგამოძიებო ორგანომ",-აღნიშნა თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „იბერია“ უკვე მეხუთე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი