მსოფლიო
ღამის კოშმარი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის - წითელი ჯვარი სკანდალში გაეხვა
ჰუმანიტარული დახმარების 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიისთვის იყო გამოყოფილი, წითელმა ჯვარმა დაკარგა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიზეზად ასახელებს თაღლითობასა და კორუფციას.
გამოძიების შედეგად აუდიტორებმა აღმოაჩინეს შესყიდვები გადამეტებულ ფასებად, ასევე ხელფასების გაცემა არარსებულ თანამშრომლებზე და გაყალბებული საბაჟო ანგარიშები.
ებოლას ეპიდემიას, რომელიც ციებ-ცხელებას იწვევს, 2014-2016 წლებში 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან საბრძოლველად მასშტაბური ჰუმანიტარული კამპანია დაიწყო, რომლისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი შეგროვდა. კამპანიაში აქტიურად ჩაერთო წითელი ჯვარიც.
იმ დროს, როცა ებოლა ვრცელდებოდა ლიბერიაში, სიერა-ლეონესა და გვინეაში, ჟენევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია ფინანსურ შემოწირულობას ანაწილებდა ორგანიზაციის წარმომადგენლებზე იმ ქვეყნებში. დაფინანსება ჯამურად 100 მილიონ დოლარამდე შეადგინა.
ლიბერიაში ჩარიცხული ფულიდან თაღლითობის შედეგად 2.7 მილიონი დოლარი „გაქრა“, სიერა-ლეონეში კი ადგილობრივი თანამშრომლები ბანკებს შეეკრნენ და 2 მილიონ დოლარამდე მიიღეს. გვინეაში, სადაც გამოძიება გრძელდება, გამოვლინდა დაახლოებით მილიონი დოლარის დაკარგვის ფაქტი.
ორგანიზაციამ განუცხადა ბიბისის, რომ აპირებს გაამკაცროს ფინანსური წესები, ხოლო დამნაშავეები დაისჯებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლის, იმოჯენ ფოუქსის თქმით, თაღლითობა შემოწირული ფულით ღამის კოშმარია ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


