მსოფლიო
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა. როიტერსის ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 33% მიიღო, რაც 2013 წელთან შედარებით 8.5%-ით ჩამორჩება და არის ყველაზე დაბალი შედეგი 1949 წლიდან.
მმართველი გუნდის შემდეგ ყველაზე მეტი მანდატი სოციალ-დემოკრატებმა მიიღეს, მათ ამომრჩეველთა 20.5%-მა დაუჭირა მხარი. ბუნდესტაგში ასევე მოხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც გამოდის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით. მან არჩევნებზე ხმათა 12.6% მიიღო. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც გერმანულ პარლამენტში არ იყო წარმოდგენილი რადიკალ-მემარჯვენე პარტია.
პარლამენტში ასევე მოხვდნენ თავისუფალი დემოკრატები, მემარცხენეები და მწვანეები.
მერკელმა უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის, რაზეც სოციალ-დემოკრატებმა უარი თქვეს. მარტინ შულცის პარტია ოპოზიციაში წასვლას გეგმავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


