კომენტარი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა დღეს ფეხქვეშ არის გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან - ირაკლი კობახიძე
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.
მისივე თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდანბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება მიღებული, სწორედ, გერმანიაში და როდესაც იქ ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალი ახალი კანცლერის პირობებში შეიცვალოს დამოკიდებულებები და მიდგომები, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება.
„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაშიცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ გავლენამ და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად, ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


