მსოფლიო
გერმანიის პოლიცია ვარაუდობს, რომ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი შემთხვევა, ტერაქტი იყო
გერმანიის პოლიცია მიიჩნევს, რომ ბერლინში მომხდარი ტრაგედია, რომლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 50 ჰოსპიტალიზირებულია, შესაძლოა ტერაქტი იყოს.
შეთხვევა გუშინ საღამოს ბერლინში მოხდა. საშობაზო ბაზრობაზე, სატვრითო მაქნანა ხალხში შევარდა. პოლიციაში განაცხადეს, რომ მანქანამ ბაზრობის ტერიტორიაზე 50-80 მეტრი გაიარა, მისი სიჩქარე კი 60-80 კმ/ს იყო.
ავტომობილი პოლონურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ტვირთის გადაზიდვით არის დაკავებული. კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე მათ მანქანის მძღოლთან კავშირი დაკარგა.
პოლიციამ მანქანის მძღოლი დააკავა. მედიის ინფორმაციით, ის მიგრანტია, სავარუდოდ ავღანეთიდან, ამ პაკისტანიდან.
გაზეთ Tagesspiegel-ის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის ყურადღების ცენტრში მსუბუქი სამართალდარღვევისთვის ადრე მოქცეულა, თუმცა ექსტრემიზმთან კავშირში ეჭვიტანილი არ ყოფილა.
მანქანაში მყოფი მეორე მამაკაცი კი, გარდაცვლილი იპოვეს.
ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორმა ანდრეას გაიზელმა განაცხადა, რომ დაზუსტებული არ არის, მომხდარი თავდასხმა იყო, თუ უბედური შემთხვევა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


