მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა
გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომელიც ჰომოსექსუალ ქალს და მამაკაცს იურიდიულად სრულფასოვანი ქორწინების გაფორმებისა და ბავშვების შვილად აყვანის უფლებას ანიჭებს.
აქამდე გერმანიაში ერთსქესიანი წყვილები მხოლოდ სამოქალაქო კავშირის გაფორმებას ახერხებდნენ.
კანონს მხარი 393 დეპუტატმა დაუჭირა, 226 წინააღმდეგი იყო.
2013 წელს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საარჩევნო კამპანიის დროს გეი-ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი მთავარი არგუმენტი იყო „ბავშვების კეთილდღეობის“ უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
თუმცა, მიმდინარე წლის 26 ივნისს მერკელმა განაცხადა, რომ პოზიცია შეეცვალა, რადგან მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც მისი მიდგომები შეცვალა. კერძოდ, მერკელი ლესბოსურ წყვილს შეხვდა, რომელმაც 8 ბავშვი იშვილა.
ამჟამად ერთსქესიათა ქორწინება მსოფლიოს 20 ქვეყანაშია დაკანონებული.
პირველი ქვეყანა ნიდერლანდები იყო, სადაც ასეთი ქორწინების დარეგისტრირება 2011 წლის 1 აპრილიდან იყო შესაძლებელი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


