კომენტარი
გერმანელი და ჩვენი სპეციალისტების ძალიან დიდი თხოვნა იყო, 5-6 კვირის განმაბლობაში პატრიარქს ჰქონოდა მშვიდი რეჟიმი - ცისანა შარტავა
პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, გერმანელი ექიმების თხოვნაა, უწმინდესს მშვიდი გარემო და ნაკლები დატვირთვა ჰქონდეს.
როგორც შარტავამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ეს ოპერაციის შემდგომ პერიოდს შეეფერება.
შარტავას განცხადებით, გერმანელი ექიმების თხოვნაა 5-6 კვირის განმავლობაში მას ჰქონდეს მშვიდი რეჟიმი და რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა.
”ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ერთია, რომ გერმანელი და ჩვენი სპეციალისტების ძალიან დიდი თხოვნა იყო, 5-6 კვირის განმაბლობაში მას ჰქონოდა მშვიდი რეჟიმი და რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვასრულებთ. ახლა ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვშიშობთ, ამის გამო მომავალში რაღაც დისკომფორტი არ იყოს. ამიტომ ჩვენი სპეციალისტები სთხოვენ უწმინდესს, რომ როგორღაც ცოტა შემსუბუქდეს მისი დატვირთვა. ახლა მძიმე მარხვა დაიწყო. ძალიან დიდი დატვირთვაა, ამიტომ ჩვენ ექიმებს რაიმეს თქმა გვიჭირს, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ძალიან კმაყოფილი ვართ ამ მდგომარეობით”, - განაცხადა ცისანა შარტავამ.
მისივე ინფორმაციით, დღეს უწმინდესი წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვას სამებაში დაესწრება, 1 და 2 მარტს კი, სიონის საკათედრო ტაძარში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


