კომენტარი
გერმანელების მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დელეგაციასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას.
„გუშინ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში, კერძოდ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ახლოს მიგვაქვს ის წუხილი, რომელიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს აქვთ და გუშინდელი შეხვედრაც სწორედ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას ემსახურებოდა.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღეს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ჩვენ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენს გერმანელ და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ.
თავად ის ფაქტი, რომ გუშინ გერმანელების მხრიდან გაცხადებული იყო, რომ საქართველო მათი მხრიდან უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა თხოვნის განხილვის პერიოდი, სწორედ ნაბიჯია იქითკენ, რომ შემდგომი პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


