მსოფლიო
გერგიევმა კავკასიის ქვეყნების ჩამოთვლისას საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენია
სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი კავკასიაში შემოქმედებითი პროექტების განხორიცლეებას გეგმავს, მათ შორის საქართველოში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში.
ამის შესახებ გერგიევმა ვლადიკავკაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მეხუთე საერთაშორისო კავკასიური ფესტივალი „მარიინსკი-ვლადიკავკაზი“ იმართება.
გერგიევმა კავკასიის ქვეყნების ჩამოთვლისას საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენია.
„ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ კავკასიის მთელმა რეგიონმა ძველი კავშირები აღადგინოს. ამიტომ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი, კრასნოდარის მხარე, კალმიკია და დიდი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი-ყველა შედის ამ შემოქმედებითი პროექტის გეგმაში. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს კონიუნქტურა - ვისთან კარგი ურთიერთობაა და ვისთან უარესი. დიდი კავკასიის შვილებს შეეძლებათ ერთად გამოვიდნენ ერთ სცენაზე, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვლადიკავკაზში მოხდება, ბათუმში, ბაქოში თუ ერევანში. საჭიროა გადაილახოს ის მწვავე წინაღობები, რომლებიც ბოლო 15-25 წლის განმავლობაში წარმოიშვა და მუსიკოსებზე უკეთ ამას ვინ შეძლებს“,-განაცხადა გერგიევმა.
მისი გეგმის მიხედვით,მარიინსკის თეატრის კონცერტები ჩატარდება აზერბაიჯანში,სომხეთში და საქართველოში, ასევე ამ ქვეყნიდან მუსიკოსები მიწვეული იქნებიან სანკტ-პეტერბურგში.
„ჩემს გეგმებშია-დავბრუნდე ბაქოშიც, ერევანშიც და თბილისშიც. საქართველო ყველაზე რთულია, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ვაძლიერებ კავშირებს იქაურ კოლეგებთან, ჩვენ ამ საქმეში სრულიად აპოლიტიკურები ვართ. ჩემ გეგმაში ნამდვილად შედის შესანიშნავი ქართველი პიანისტი ბავშვების სცენაზე გამოყვანა. ჩვენ მთელ ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ მოსაწვევად, ავანაზღაურებთ მგზავრობას. მე ვფიქრობ,რომ რეგიონები თავის მხრივ მოისურვებენ ასეთ თანამშრომლობას“,-აღნიშნა ვალერი გერგიევმა.
ცნობისთვის, ვალერი გერგიევმა ცხინვალში, ე.წ პარლამენტის წინ კონცერტი 2008 წლის 21 აგვისტოს გამართა.
კონცერტის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს უჭერს მხარს, და აღნიშნა, რომ „სადაც არ უნდა იყოს, იგი ყოველთვის იქნება და დარჩება ოსი“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


