კომენტარი
გელა დუმბაძე უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების საკითხზე ქვეყნის საზღვრის და საემიგრაციო სამსახურის უფროსებს შეხვდება
უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, უკრაინიდ გაძევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კომუნიკაცია ქონდა შესაბამის უწყებებთან.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა.
გელა დუმბაძის თქმით, დაგეგმილია ასევე, უკრაინის საზღვრისა და საემიგრაციო სამსახურის უფროსებთან მისი შეხვედრა.
ამის შესახებ დუმბაძემ „კურიერთან“ საუბარში განაცხადა.
„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ კიევში საქართველოს ელჩი აკეთებს მომენტალურ რეაგირებას ყველა მსგავს შემთხვევაზე. ცალკეულ შემთხვევებზე დგება სპეციალური ნოტა და შედგა ყველა ადრე არსებულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბოლო შემთხვევას რაც შეეხება, უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია, საემიგრაციო სამსახური, რომ ამ მოქალაქეების ქმედება, საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა იმ მომენტიდან გამომდინარე, როცა საელჩომ ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღეთ არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველა ზემოთ ხსენებულ უწყებასთან. ცალკე ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა, ხვალ პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საქმეები დეტალურად იქნება განხილული.
ყველა ქვეყნას აქვს უფლება სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება. ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. როდესაც საუბარია ფორმულირებაზე, აქ არის სხვადასხვა ფორმულირება, შეიძლება მეტ-ნაკლებად ასახავდეს ამ სიტუაციას. კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს“,- განაცხადა გელა დუმბაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


