უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 სექტემბერი, 2025 15:13
font-size

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ. ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ იყო გედევან ფოფხაძე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლხს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიის ელჩმა აღნიშნულ განცხადებაზე, მაშინ როცა ფოფხაძის მიერ გამოცხადებული შიმშილობისას ელჩმა ფიშერმა ის მოინახულა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „ფიშერიც შიმშილობდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორემ ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში“.

„რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეა. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანარი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია – არცერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა: „გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება“.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი