მსოფლიო
„გაზპრომმა“ ვერ მოახერხა უკრაინის გამოყვანა არასანდო ტრანზიტულ პარტნიორად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ გაზის კრიზისში რუსეთს არ გამოუვიდა უკრაინის წარმოჩენა „არასანდო ტრანზიტულ პარტნიორად“ ევროპისთვის.
„უკრაინელებმა შთააგონეს მსოფლიო, რომლებიც გაერთიანედნენ გაზის მოხმარების 14%-ით შესამცირებლად წინა კვირას, რათა უზრუნველყონ ევროპელი მომხმარებლების სანდო გაზმომარაგება. „გაზპრომს“ არ გამოუვიდა უკრაინისა და „ნაფტოგაზის“ გამოყვანა არასანდო ტრანზიტულ პარტნიორებად“, - დაწერა ნოიერტმა ტვიტერზე.
28 თებერვალს სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დააკმაყოფილა უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი „გაზპრომის“ წინააღმდეგ. „ნაფტოგაზი“ კომპენსაციის სახით მიიღებს 4.63 მილიარდ დოლარს გაზის შეთანხმებული მოცულობის არასაკმარისი მიწოდებისთვის. ასევე „გაზპრომი“ ვალდებულია, გადაუხადოს 2.56 მილიარდი დოლარი „ნაფტოგაზს“. 1 მარტიდან დავალიანების შემთხვევაში რუსულ კომპანიას დაერიცხება პროცენტები 526 000 დოლარის ოდენობით.
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ის „ნაფტოგაზთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს გაწყვეტს.
1 მარტს „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ნაფტოგაზმა“ წინასწარგადახდა განახორციელა მარტიდან გაზის მიწოდების გასაახლებლად. ამავდროულად „გაზპრომმა“ თანხა დაუბრუნა და განმარტა, რომ ეს დაკავშირებულია დამატებითი შეთანხმების არარსებობით. „ნაფტოგაზში“ რუსული კომპანიის მიერ გაზის მიწოდებაზე უარის თქმა შეთანხმების დარღვევად და არბიტრაჟის გადაწყვეტილების უგულებელყოფად შერაცხეს.
უკვე 2 მარტს „ნაფტოგაზმა“ მოუწოდა უკრაინელებს, 1-2 გრადუსით დაწიონ ტემპერატურა შენობებში გაზის მოხმარების ეკონომიისთვის. ამ ინიციატივას შეუერთდა პეტრო პოროშენკო. ამ ეკონომიის წყალობით კიევმა მოახერხა, შეემცირებინა გაზის მოხმარება 25 მილიონი კუბური მეტრით, ანუ 14%-ით.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


