მსოფლიო
გავიმეორებ, რომ კედლის მშენებლობაზე თანხას არ გადავიხდით - მექსიკის პრეზიდენტი
მექსიკის ხელისუფლებამ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით დაგმო.
რიგმა მექსიკელმა პოლიტკოსმა ამერიკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის ინიციატივითაც კი, გამოვიდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად რჩება პოზიციაზე, რომ მექსიკა კედლის მშენებლობაზე თანხას არ გადაიხდის, როგორც ამას ტრამპი, საკუთარ ამომრჩეველს პირდება.
„ვწუხვარ, ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მექსიკას კედლების არ სჯერა, და როგორც არაერთხელ მითქვამს, გავიმეორებ, რომ მექსიკა კედლებზე თანხას არ გადაიხდის“,-აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.
მან მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ვაშინგტონში მექსიკის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, რომელიც მოლაპარაკებებს ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე მართავს.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ იგი მექსიკის საზღვართან კედელს ააშენებდა და მის მშენებლობას მექსიკას დააკისრებდა. „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“-ამბობდა ტრამპი.
ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ტრამპი თანხის ამოღებას აპირებდა, გულისხმობდა, იმ თანხების დაბეგვრას, რასაც ამერიკაში მყოფი მექსიკელები სამშობლოში აგზავნიდნენ. ტრამპის გათვლებით, ამ გზით იგი წელიწადში 23 მილიარდ ევროს მოიპოვებდა.
კიდევ ერთ პოტენციურ წყაროდ, მექსიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა სახელდებოდა. ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 494 მილიარდ ევროს შეადგენს. მექსიკის ექსპორტის 80% ამერიკაში მიდის.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 1994 წლიდან მოქმედებს და ამერიკას, კანადასა და მექსიკას აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს საკითხზე მოლაპარაკების გამართვა ვაშიგტონში, ამერიკისა და მექსიკის პრეზიდენტებს შორის არის ჩანიშნული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ჩავა თუ არა მექსიკის პრეზიდენტი ვაშინგტონში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


