კომენტარი
გაუწია თუ არა რეკომენდაცია ზაქარია ქუცნაშვილმა თამაზ მეჭიაურს - მამუკა არეშიძის კომენტარი
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, დუშეთის რაიონში მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ მეჭიაური მასთან ერთი კვირით ადრე მივიდა, ვიდრე მეჭიაურს რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გაუწევდა.
ამის შესახებ არეშიძემ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, თავის დროზე თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში, ქუცნაშვილის რეკომენდაციით მოხვდა.
„თამაზ მეჭიაური მოვიდა ჩემთან, იმიტომ რომ მე მას კარგად ვიცნობდი. ერთად ვიყავით დეპუტატები 1995-1999 წლებში და მითხრა დაგეხმარები, ვიქნები „ქართული ოცნების“ გვერდითო და მოკლედ „გამომიყენეთო“. მეჭიაურის მოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, თუ არ ვცდები, მხვდება ზაქარია ქუცნაშვილი და მეუბნება, ერთი ჩემი ახლობელი კაცი მინდაო, რომ მოვიდესო შენთან. ვინ მეთქი? და მეჭიაურიო. მეჭიაური ჩემთან არის მეთქი, უკვე. ანუ იმან არ იცოდა, რომ მეჭიაური მოსული იყო. ობიექტურად რომ ვთქვათ, მან ეს მითხრა. მერე უკვე მარტში მე წავედი, სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიმიღია“,-განმარტა არეშიძემ.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


