კომენტარი
გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს `ქართულ ოცნებას` ოპონირებას - დეიმონ ვილსონი
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეი8მონ ვილსონის შეფასებით, 21 ოქტიმბრის არჩევნებზე შეიმჩნეოდა საარჩევნო პროცესის ნორმალიზება.
მისი თქმით, ჩანს, რომ „ქართველები მონაწილეობენ არჩევნებში, მიდიან საარჩევნო უბანზე და ასე გამოხატავენ თავიანთ სათქმელს. ეს არ არის უმნიშვნელოვანესი რამ. ამ რეგიონში ეს პროცესი თავისით არ დამდგარა“.
ამის შესახებ ვილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.
„ასევე ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, ისევ გამოწვევად რჩება ოპოზიციური ხმები, გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს "ქართულ ოცნებას" ოპონირებას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა და ვინ შეძლებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მობილიზებას. ვფიქრობ, ეს შედეგი "ქართული ოცნებისთვის" არის ძლიერი მანდატი თავისი პოლიტიკის გასატარებლად. ამავდროულად, ეს გამარჯვება არის პასუხისმგებლობა, ის აგებს პასუხს საქართველოს პროგრესზე. "ქართულმა ოცნებამ" მმართველობის სრული კონსოლიდაცია შეძლო, პარტიისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. მაგრამ როცა ამ შედეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში განვიხილავთ, ვხედავთ, რომ არსებობს სიფრთხილის საფუძველი. ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, სადაც ჯერაც არ მომხდარა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ჯერაც არ გვაქვს თანამშრომლობის ჩვევა, რაც კონსოლიდაციის პროცესს წარმართავდა”,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
კითხვაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მეორე პოლიტიკური ძალაა საქართველოში. თუმცა პარტია უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში. თქვენი აზრით, როგორ მოქმედებს ეს ამომრჩევლებზე და პოლიტიკური პარტიების მიმართ მათ ნდობაზე? - ვილსონი პასუხობს, რომ „მე ყოველთვის სცენაზე ყოფნის და მონაწილეობის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჰგონია რომ მათ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი პარტიების მიმართ, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს. საქართველოს დემოკრატიული პროცესებისთვის ჟანგბადი აქვს. ღრმად მჯერა პოლიტიკურ არენაზე შეჯიბრების. ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში იქ, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს.
კითხვაზე, პოლიტიკური პარტიებისადმი უნდობლობა საქართველოში ახალი არ არის. თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა პოლიტიკაში გამოუცდელი, დამოუკიდებელი კანდიდატი. რას ნიშნავს მისი შედეგი პოლიტიკური ძალებისთვის? ვილსონი პასუხობს:
„უკანასკნელ პერიოდში პოპულისტი პოლიტიკოსების აღმავლობის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მაგალითად, დონალდ ტრამპი პირველი პოპულისტი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტი გახდა. პოპულიზმი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, იქნება ეს დონალდ ტრამპის გამარჯვება თუ ბრექსიტი ბრიტანეთში. ეს დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესია, ჯანსაღია, როცა მოსახლეობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მეშინია ეს სკეპტიციზმი ღრმა ცინიზმში არ გადაიზარდოს, სადაც ამომრჩევლებს პროცესის აღარ სჯერათ. დამოუკიდებელი კანდიდატების წარმატება ცუდი არ არის. ეს აჩვენებს, რომ ხალხი ჯერ ისევ ეძებს მის ადგილს, ეძებს თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი იდეოლოგიურად“,-განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა.
„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში არსებობს ერთგვარი „შიმშილი“ ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს. თქვენი დაკვირვებით, მოქმედი ოპოზიციური ძალები თუ ხედავენ ამ შიმშილს და მოქმედებენ შესაბამისად? დეიმონ ვილსონი აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია, მათ არ იციან რომელ პოლიტიკურ ძალას მისცენ ხმა“.
„ბოლო წლების არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მხარდაჭერის შენარჩუნება, რომელიც, თავის დროზე დაიწყო, როგორც მოძრაობა მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. სააკაშვილის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერის მობილიზება შეძლო, ეს მხარდაჭერა ოპოზიციიდან მთავრობაში გაგრძელდა. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" ინარჩუნებს ერთგულ ამომრჩევლებს. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველოს მოსახლეობას უფრო დიდი პოლიტიკური არჩევანი ექნება, ქართული პოლიტიკა აღარ შემოიფარგლება მიშა სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის ისტორიით. ქართული პოლიტიკა უფრო მრავალფეროვანია და ჩემი აზრით, ქართველებს სურთ უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არენის ხილვა, რასაც, ვფიქრობ, მიიღებენ“,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


