მსოფლიო
გატაცებული ლიბიური სამგზავრო თვითმფრინავიდან გამტაცებლებმა მგზავრების ნაწილი გაუშვეს
მალტას პრემიერ-მინისტრის, ჯოზეფ მუსკატის ინფორმაციით, გატაცებული ლიბიური Afriqiyah-ის სამგზავრო თვითმფრინავიდან გამტაცებლებმა მგზავრების პირველი ჯგუფი გაუშვეს.
საერთო ჯამში გატაცებული თვითმფრინავი ამ დროისათვის 65-მა მგზავრმა დატოვა. მგზავრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალტას პრემიერი ტვიტერზე აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს სწორედ ჯოზეფ მუსკატი აწარმოებს.
სხვადსახვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ორ გამტაცებელზე, რომლებიც დაჯგუფება „ალ-ფათიჰ ალ-ჯადიდის“ წევრები არიან და ითხოვენ ციხიდან მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის გათავისუფლებას.
გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე სულ 118 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, გატაცების შემდეგ მალტაში დაეშვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


