მსოფლიო
გასულ ღამეს რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა კიევზე
გასულ ღამეს რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით. თავდასხმის მთავარი სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები იყო. უკვე დადასტურებულია მრავალი დაღუპული და დაჭრილი, მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემები:
- დაღუპულები: კიევის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტкачენკოს განცხადებით, გარდაცვლილია სულ მცირე 14 ადამიანი.
- დაჭრილები: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავდა 40-ზე მეტი მოქალაქე, 30-მდე მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის დაჭრილია სულ 44 ადამიანი.
დაზიანებული უბნები და ობიექტები:
- ქალაქის მასშტაბით იერიში განხორციელდა 27 სხვადასხვა ლოკაციაზე.
- დაზიანებები დაფიქსირდა შემდეგ რაიონებში: სოლომენსკი, სვიატოშინსკი, დარნიცკი, დნეპროვსკი, პოდოლსკი და ობოლონსკი — ჯამში 12 დაზიანებული ობიექტი.
სამაშველო და სამედიცინო სამსახური ამ დრომდე განაგრძობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


