მსოფლიო
გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორია 400-ჯერ დაბომბეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორია 400-ჯერ დაბომბეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, დონეცკის რეგიონშია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლები თავდასხმებია – ამინდის გაუარესების გამო, რუსული დაბომბვის რაოდენობა, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალი რჩება. ლუგანსკის რაიონი – ნელ-ნელა და ბრძოლებით მივდივართ. დღეის მდგომარეობით, დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში 400-მდე დაბომბვა მოხდა. მადლობა ყველას, ვინც პოზიციებს ინარჩუნებს და ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს. სამხრეთი – ვიცავთ პოზიციებს, თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს. მეორე არის ენერგია. ქსელების აღდგენა და ტექნიკური მომარაგების შესაძლებლობები, ელექტროგადამცემი ხაზების განაღმვა, შეკეთება – ყველაფერი გრძელდება 24 საათის განმავლობაში. მესამე არის საგარეო პოლიტიკა. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მივმართე. ეს არის 50-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა და ორ ათეულზე მეტი დამკვირვებელი ქვეყანა. აფრიკა, აზია, ამერიკა, ევროპა – ყველგან უსმენენ უკრაინას, ყველგან იციან ჩვენი წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ აღვადგინოთ მშვიდობა უკრაინაში და როგორ აღვადგინოთ სტაბილურობა მსოფლიოში. უკრაინის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოში უკიდურესად დადებითად არის აღქმული. ეს საკმაოდ კონსტრუქციული და რეალისტურია – განსხვავებით რუსული ცარიელი და ცრუ რიტორიკისა, თითქოს მზადყოფნა აქვთ რაიმე სახის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიომ მიიღოს უკრაინის მშვიდობის ფორმულა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


