კომენტარი
გაოცებული ვარ, ბატონი მდინარაძის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებით - ლევან სამუშია
,,თავისუფალი დემოკრატების’’ წევრი, იურისტი, ლევან სამუშია უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
,,გაოცებული ვარ, ბატონი მდინარაძის (ახლო წარსულში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის) საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებით.
სწორადაც, რომ დაზარალებულს აქვს უფლება გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ასევე წარადგინოს შუამდგომლობები. სამწუხაროდ, ბოლო წლებში პროკურატურის მხრიდან არის გავრცელებული პრაქტიკა, რომ საეჭვო საქმეებში, დაზარალებულად არ ცნობენ პირებს, რათა არ მოხდეს მათ მიერ საქმის მასალების გაცნობა, გამოძიების არასწორი მიმდინარეობის სააშკარაოზე გამოტანა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 57 თ) ქვეპუნტის მიხედვით, დაზარალებულს უფლება აქვს: "მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს",’’ - წერს ლევან სამუშია ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


